ფეხსაცმლის ლეგენდარული დიზაინერი სერჯიო როსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია.
დიზაინერი რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.
დიზაინერმა ქალის ფეხსაცმლის კომპანია და ბრენდი Sergio Rossi 1951 წელს დაარსა. 2015 წლამდე ბრენდს ფრანგული კომპანია ფლობდა. 60-იანი წლებიდან ბრენდი ასოცირდებოდა იტალიური ფეხსაცმლის ხარისხთან.
ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 13 915 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას ის 115 242-ს შეადგენს.